საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები ფრანკფურტის სამ მუზეუმში გამოიფინება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტის სამ მუზეუმში გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს დმანისში აღმოჩენილ 1 800 000 წლის წინანდელ ჰომინინის ნაშთებს. ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც გამოიფინება ექსპონატები ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში კი დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში.

„მედეას სიყვარული და ბრძოლა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად“
2018 წ. 5 ოქტომბერი – 2019 წ. 10 თებერვალი
„ოქრო და ღვინო. საქართველოს უძველესი საგანძური“
2018 წ. 6 ოქტომბერი – 2019 წ. 10 თებერვალი
„Homo georgicus – თავის ქალა პირველი ევროპელების სამშობლოდან“
2018 წლის 11 ოქტომბერი – 18 ნოემბერი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები