შოკოლადის ასორტი -„ვეფხისტყაოსანი“ შეიქმნა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და „ბარამბოს“ ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნა შოკოლადის ასორტი „ვეფხისტყაოსანი“.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეფუთვაზე გამოყენებულია უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი სცენა – შოთა რუსთაველი  თამარ მეფეს  „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემს.
ამ ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა, როგორც „ქართველიშვილისეული გამოცემა“.
მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ჩანახატები და „ცოცხალი სურათების“ ფოტოები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
ამ ნახატზე კი წარმოდგენილია ქართველიშვილისეულ გამოცემაში დაბეჭდილი ილუსტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები