კახიძის მუსიკალურ ცენტრში იაპონელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება
4 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იაპონელი მუსიკოსები – ფლეიტისტი ტადაჰირო იანო და პიანისტი ტომოკო ინუე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება. კონცერტის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და წარმოგვიდგენს როგორც ევროპელი, ასევე იაპონელი კოპოზიტორების ნაწარმოებებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125; – სალარო: 2 962207), ასევე, ელექტრონულად, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2BIRhyv.