ივანე მაჭავარიანი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა, საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრს კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები გააცნო და გამოთქვა მზაობა, რომ მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან – საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები