თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ავიაციით ტყის შეწამვლას იწყებს

   თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ავიაციის საშუალებით ხვალ, 19 მაისს ბიოპრეპარატ  „ლეპიდოციდის” გამოყენებით 3 560 ჰექტარი ტყის მასივის შეწამლვას იწყებს, რაც მიზნად ისახავს ფოთლის მღრღნელი მავნებლების: ცქვლეფია მზომელასა და მოზამთრე მზომელას განადგურებას.
აღნიშნული ფოთლის მღრღნელი მავნებლები თბილისის შემოგარენში მრავლდება, შესაბამისად შეწამვლა სწორედ ამ ტერიტორიებზე განხორციელდება.
გამწვანების სამსახურის მიერ, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფოთლის მღრღნელმა მავნებლებმა დაბა წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიაში, კოჯორში, კიკეთში, წავკისისა და კვესეთის ტყეებში ყველა ფოთლოვან და ბუჩქოვან მცენარეებზე გამრავლება დაიწყეს. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურია, მაშინ როდესაც მავნებლის პატარები არიან. შესაბამისად „ლეპიდოციდით” ფოთოლ მღრღნელი მავნებლების შეწამვლა მაისში ყველაზე ეფექტურია, რადგან მავნებლები სწორედ ამ პერიოდში იწყებენ გამოზამთრებული კვერცხებიდან გამოსვლას.
სამუშაოები კარგ ამინდში ყოველდღიურად დილას და საღამოს ჩატარდება და პროცესი სავარაუდოთ 1 ივნისამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები