პრემიერი სოფელ მუხურში მოსახლეობას შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მოსახლეობას შეხვდა.
ხობიჰესი 2″-ის სამშენებლო სამუშაოების გახნის შემდეგ მთავრობის მეთაურმა მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობას სოფლებთან დამაკავშირებელი დაზიანებული გზები და წყალმომარაგების საკითხი აწუხებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ აღნიშნული საკითხების უახლოეს პერიოდში გადაწყვეტას შესაბამის უწყებებს დაავალებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=t_-F3gHX7tM” width=”560″ height=”315″]