კვლევის თანახმად, მარიხუანას ლეგალიზაცია ეკონომიკისათვის სასარგებლოა

პუებლო, კოლორადო, 2016 წლის 3 სექტემბერი: კოლორადოში დაბადებული ჯეისონი, რომელიც Los Sueños Farms LLC -ში მუშაობს, წამოზრდილ კანაფის მცენარეებს ჭოკებით ამაგრებს. Los Sueños Farms კოლორადოს შტატის პუებლოს ოლქში 36 აკრი ნოყიერი მიწის მფლობელია. ეს მიწა იჯარით აქვს აღებული ოთხ კომპანიას, რომლებსაც მარიხუანა მოჰყავთ. (ვინს ჩანდლერის ფოტო / “დენვერ პოსტი”)

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას ლეგალიზაციამ კოლორადოს შტატის პუებლოს ოლქის ეკონომიკაზე დადებითი ზეგავლენა იქონია. “დენვერ პოსტის” ცნობით, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პუებლოს კანაფის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი კვლევით დადგინდა, რომ კანაფის დაბეგრილმა და დარეგულირებულმა მრეწველობამ ადგილობრივ ეკონომიკას 58 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგალიზაციას თან 23 მილიონი დოლარის დამატებითი ხარჯები მოჰყვა, მათ შორის სამართალდაცვითი და სოციალური მომსახურებისათვის, ოლქს სუფთა მოგების სახით 35 მილიონ დოლარზე მეტი დარჩა.

CPR იტყობინება, რომ თვით კვლევა შტატისა და ადგილობრივი მთავრობის მიერ მარიხუანის დაბეგვრით მიღებული შემოსავლებიდან დაფინანსდა. “თუ შტატებში სხვა მსგავს რეგიონებს შევადარებთ, სადაც მარიხუანა არცერთი ფორმით არაა ლეგალიზებული, ბევრი მაჩვენებლის მიხედვით პუებლოში მდგომარეობა უკეთესია”, -ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის ავტორები ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე საზიანო ასპექტზეც მიუთითებენ. მათ შორისაა არალეგალურად მოყვანილი მარიხუანას რაოდენობის ზრდა და მუდმივად ცვლადი პლანთან დაკავშირებული რეგულაციებით გამოწვეული დაბნეულობა სამართალდამცველებს შორის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ანგარიშში უარყოფილია წარმოდგენები ზოგიერთ ზიანზე, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციას მიეწერება. მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ კანაფის ლეგალიზაციის გამო უსახლკაროების ან მარიხუანის მომხმარებელი ახალგაზრდების რიცხვი გაიზარდა.

მარიხუანაზე დაწესებული ადგილობრივი სააქციზო გადასახადებიდან დაფინანსებული სტიპენდიების წყალობით პუებლო საგაზეთო სათაურებშიც მოხვდა. გასულ წელს ოლქმა 210 სტუდენტს 420 ათასი დოლარის ოდენობის სტიპენდია დაუნიშნა. წელს ოლქი სტიპენდიების რიცხვის გასამმაგებას აპირებს, ვინაიდან, როგორც KOAA იტყობინება, საგადასახადო შემოსავლები სარეკორდო მაჩვენებელს, 750 ათას დოლარს მიაღწევს.

კანაფის ანალიტიკურ ცენტრ New Frontier-ის ბოლო კვლევის თანახმად, ფედერალურ დონეზე მარიხუანის ლეგალიზაციამ 2017-2025 წლებში შეიძლება დამატებით 105.6 მილიარდი დოლარი მოიტანოს. ამ ციფრში გათვალისწინებულია ბიზნესიდან საგადასახადო შემოსავლები, ხარჯები პერსონალზე და 15%-იანი გადასახდი გაყიდვებზე. ამასთან, დღეს კანაფის სრული ლეგალიზაცია 654 ათას დამატებით სამუშაო ადგილს შექმნიდა, ხოლო 2025 წლისათვის – 1 მილიონამდე სამუშაო ადგილს.

ცხადია, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ ადგილობრივი ეკონომიკებისათვის, რომლებსაც მტკიცე რეგულაციები უკვე შემოღებული აქვთ. არსებობს შიშები, რომ მარიხუანას საცალო გაყიდვის პუნქტებმა შეიძლება უძრავი ქონების ფასებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, თუმცა კოლორადოს მუნიციპალიტეტების კვლევით დადგინდა, რომ ლეგალიზაციის შედეგად საცხოვრებლის ფასები 6%-ით გაიზარდა.

მაგრამ კანონმდებლები ფრთხილად უნდა იყვნენ და მარიხუანის ლეგალიზაცია მხოლოდ პოტენციური ეკონომიკური მოგების მიზნით არ უნდა მოახდინონ. კოლორადოს პირველი “მარიხუანის მეფე” ენდრუ ფრიდმანი, რომელიც ახლა მთავრობას ლეგალიზაციის საკითხებზე რჩევებს აძლევს, გამუდმებით იმეორებს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია საგადასახადო შემოსავლების მიღების მიზნით არ შეიძლება.

2016 წლის ინტერვიუში მან მითხრა: “საბოლოოდ, კამათი საგადასახადო შემოსავლებზე არ უნდა იყოს. კამათი ორი პრობლემის გარშემო უნდა იყოს: “მარიხუანის გამო ნაკლები ადამიანი უნდა მოხვდეს ციხეში?” და “ხომ არ გააუარესებს ეს საზოგადოების უსაფრთხოებას?”

მე თავისუფალი ჟურნალისტი და მაღალი რეპუტაციის მქონე საინფორმაციო ბიულეტენისა და საიტის Word on the Tree დამფუძნებელი ვარ. სხვა გამოცემებთან ერთად ჩემი შეხედულებები კანაფზე შეგიძლიათ იხილოთ ასევე High Times-ში, Vice-სა და Cannabis Now-ში. სანამ ბალახზე დავიწყებდი წერას, Mediabist-ში საინფორმაციო საშუალებებზე და ტექნიკურ საკითხებზე ვწერდი.

წყარო: 

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები