წელს, უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

წელს, უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
აღნიშნული მონაცემები ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 2018 წლის იანვარ-აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 1.097 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე.
სტატისტიკაში ასახულია ბანკომატების, პოს-ტერმინალებისა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მონაცემები.
აგვისტოს თვეში გადახდების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 154.794 მილიონი ლარი.
ეს წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტია.
აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში სულ 944 492 ოპერაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები