აგვისტოში, საქართველოში დოლარი-ლარის ვაჭრობის რეკორდული ბრუნვა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოში დოლარი-ლარის ვაჭრობის რეკორდული ბრუნვა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნულმა ბანკმა „აგვისტოს თვის“ მიმოხილვის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მიმოხილვის მიხედვით, სავალუტო ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 143.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 15.7 მილიონი დოლარით (12 პროცენტით) მეტია ივლისის ბრუნვაზე და 83 პროცენტით მეტია წინა წლის აგვისტოს მონაცემზე.
ამასთან, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 31 პროცენტით, წლიურად კი 136 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ – აგვისტოში სავალუტო ბაზარზე ბრუნვამ 815.5 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი, 627 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთანავე, ლარის გაუფასურება სწორედ აგვისტოში დაფიქსირდა.

თუ პირველი აგვისტოსთვის დოლარის ოფიციალური კურსი 2.4484 ლარს შეადგენდა, 31 აგვისტოსთვის 2.5803 ლარი იყო.
აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და 17.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები