ივანე მაჭავარიანი აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგლის, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საბაჟო და საგადასახადო სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები გააცნო. მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში ინვესტირებით რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა, მხარეებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა, რათა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები