გიორგი გიგაშვილისა და სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება
29 სექტემბერს, 19:00 საათზე, Steinway & Sons Georgia საფორტეპიანო მუსიკის საღამოს მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, Steinway & Sons Georgia-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ამ კონცერტით ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს.
კონცერტზე გამოვლენ – ზ.ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები – გიორგი გიგაშვილი და სანდრო გეგეჭკორი.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთოშორისო თუ რესპუბლიკური კონკურს – ფესტივალების ლაურეატია. ის წარმატებით მართავს კონცერტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მის შიგნით.
სანდრო გეგეჭკორს სოლო კონცერტები გამართული აქვს კლასიკური მუსიკის ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, ჰოლანდია, რუსეთი და სხვა.
იგი მუდამ თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრთან. არის რახმანინოვის საზოგადოების სპეციალური პრიზის მფლობელი.
ა.ბაბაჯანიანისა და “ფოირიხის” პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი.
გიორგი გიგაშვილი გახლავთ მრავალი საერთასორისო თუ რესპუბლიკური კონკურებისა და ფესტივალების ლაურეატი.
ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემიის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. ნიუ-იორკში გერშვინის საერთაშორისო კონკურსის მესამე პრემიის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი;
ესპანეთის ,,ფიესტალონია მილენიო“ – ას გრან-პრის მფლობელი.
თბილისის ფ. შოპენის ნორჩ პიანისტთა ეროვნული კონკურსის – პირველი პრემიის ლაურეატი.
გიორგი წარმატებით მართავს კონცერტებს საქართველოში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
მის: ო. დგბუაძის#1.