თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა ბერლინსა და პოტსდამში კონცერტები გამართა
ბერლინის ფილარმონიამ გალაკონცერტს უმასპინძლა. კონცერტში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ – იანო თამარ, ბადრი მაისურაძე, ნინო მაჩაიძე, ნუცა ზაქაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, მიხეილ ქირია, რამაზ ჩიკვილაძე. დირიჟორი მაესტრო – ვახტანგ კახიძე.
კონცერტი ქალაქ პოტსდამშიც გაიმართა. „Nikolaisaal“-ის დარბაზის სცენა თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და სოლისტ დუდანა მაზმანიშვილს დაეთმო. კონცერტს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.
ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.