„თი-ბი-სი“ ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

„თი-ბი-სი“ ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. რესურსის ვადიანობა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება.
„მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „თი-ბი-სი“ ბანკის პოზიციებს ამ სეგმენტში, საქართველოში”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თი-ბი-სი“ ბანკის დაფინანსებით EIB ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის. ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსირების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზდება”, – განაცხადა EIB-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკიმ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები