დავით ნარმანიამ მახათას მთაზე ზეთისხილის ხეები დარგო
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალაქის განაშენიანების პროექტის ფარგლებში, კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მახათას მთაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა და ზეთისხილის ხეები დარგო.
დავით ნარმანიას თქმით, მახათას მთა სიმბოლურად შეირჩა – ადგილი, სადაც მთელი ერი, ერთსულოვნებითა და თანადგომით აშენებს უდიდეს სულიერ კერას, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სიმბოლურია ზეთისხილიც, როგორც მშვიდობისა და ერთობის სიმბოლო.
„ტაძრის ეზოს ბაღში ზეთისხილის პირველი ნერგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დარგო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ინიციატივას, ასევე წარმატებით ვახორციელებთ ჩვენი პროგრამით გათვალისწინებულ ქალაქის განაშენიანების გეგმას“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამწვანების აქციაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებიც მონაწილეობდნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=19f9y5jZhVU” width=”560″ height=”315″]