გიორგი ქობულია: საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს პოზიტიურად უყურებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის” (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „ეს ანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს.”

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნის მხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა და მოხმარების მაჩვენებლები.

აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები