დუბლინის ლორდ მერის სასახლემ წიგნის – „ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“- წარდგენას უმასპინძლა

დუბლინის ლორდ მერის სასახლეში გიორგი კალანდიას წიგნის „ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის თესახებ თავად ავტორი ავრცელებს ინფორმაციას.
„დუბლინის ლორდ მერის სასახლეში ჩემი წიგნის „ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილის თაოსნობით მოეწყო, დაესწრნენ სენატორები, ელჩები, ისტორიკოსები, თავად დუბლინის ლორდ მერი.
ფრანკფურტის გამოფენის სამზადისის გამო, სამწუხაროდ, პრეზენტაციაზე მე ვერ წავედი, მაგრამ იქ იყო ჩემი ბიძაშვილი ნათია კალანდია – ამ საქმის დიდი მხარდამჭერი, ზუსტად ვიცი, იქ იქნებოდა აწ განსვენებული მამიდაჩემიც მედეა კალანდია, რომლის ხსოვნასაც მივუძღვენი ეს წიგნი და რომლის თანადგომითაც დაიბადა დუბლინში ამ შრომის დაწერის იდეა!
წიგნმა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა ეს კი ნებისმიერ ავტორს უხარია, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ვქმნიდი ამ საყურადღებო შრომას და განსაკუთრებული მადლიერება „ქართუ ფონდს“.  მათ გარეშე ეს წიგნი დღის სინათლეს დიდ ხანს ვერ ნახავდა“, – წერს გიროგი კალანდია ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები