სიღნაღის ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი და მერის მოადგილე, თეიმურაზ ბალარჯიშვილი სიღნაღის ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუნიციპალურ მუზეუმს ესტუმრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 060 ლარი დაიხარჯა. ამჟამად საექსპოზიციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
შენობასთან მდებარე ვანო სარაჯიშვილის ბაღის მოწყობაც იგეგმება. მუზეუმის გახსნამდე მომღერლის მონუმენტი განახლდება, ასევე, კეთილმოეწყობა ბაღი.
2008 წლიდან სარაჯიშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატები, შენობის გაყიდვის გამო, სანდრო მირიანაშვილის სახელობის მუზეუმში განთავსდა, რაც მუშაობისთვის და დამთვალიერებლების მისაღებად შემაფერხებელი იყო.