„კავკასიურ სახლში“ ფილმის – „ჩვენი დაღესტნელების“ ჩვენება გაიმართება
2008 წლის ივლისში „კავკასიური სახლის“ ვიდეოსტუდიამ მუშაობა დაასრულა მიხო ბეროშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმზე „ჩვენი დაღესტნელები“.
როგორც „კვირას“ „კავაკსიური სახლიდან“ აცნობეს, ნამუშევარში ასახულია საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაღესტნელების ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების თავისებურებები.
27 სექტემბერს, 17 საათზე, „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის საშემოდგომო სალექციო კურსის ფარგლებში გაიმართება დაღესტნელთა შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება და განხილვა.
ფილმი გადაღებულია ევროპული ფონდის, „ჰორიზონტის“ მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: გალაკტიონის #20.