„ნეტავ შემოდგომა ვიქნებოდე“ – თაფლო ზარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
30 სექტემბერს, 17:00 საათზე, კაფე „კალასში“ პოეტისა და მხატვრის, თაფლო ზარიძის შემოქმედებითი საღამო – „ნეტავ შემოდგომა ვიქნებოდე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად ხელოვანმა აცნობა, გამოიფინება მისი ფერწერული ნამუშევები, ასევე თავად წაიკითხავს ლექსებს. დასწრება თავისუფალია.
მის: კოტე აფხაზის 25 (ყოფილი ლესელიძის ქუჩა).