ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიმართება

 გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის აფიშა დაბეჭდა, გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, გაზეთმა „Offenbach-postma“ კი დაგეგმილ ექსპოზიციას მეთაური სტატია უძღვნა:  წერილში საუბარი ქართული ანბანის მსოფლიო მნიშვნელობაზე და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზეა.
ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს:- კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან – ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები