ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა.

1 აშშ დოლარის ფასი 2.6184 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6226 ლარი ღირდა.

0.0070 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0798 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0868 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები