ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს „გლობალ ფაინენსის“ მიერ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მმართველად დასახელებას ულოცავს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს გამოცემა „გლობალ ფაინენსის“ მიერ ეროვნული ბანკის მმართველთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მმართველად დასახელებას ულოცავს.
„ეს დიდი მიღწევა პირადად მისთვის და საქართველოსთვის. „გლობალ ფაინენსი“ საერთაშორისო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც ძალიან მკაცრი კრიტერიუმები აქვს ეროვნული ბანკების მმართველების შეფასების კუთხით. ეს ძალიან რთული ამოცანაა და მემგონი, ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰყავს კობასნაირი მმართველი, რომელიც არის ძალიან თანამედროვე, ძალიან პროგრესული, და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ იმართება დღესდღეობით ჩვენი მონეტარული პოლიტიკა“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები