წყალქვეშ ექსტრემალურად გადაღებული კლიპის – „მზის სხივამდე“ – პრემიერა 2 ოქტომბერს გაიმართება
მალე ბექა ბროლაძეს თაყვანისმცემლები ახალ კლიპში იხილავენ. ეს გახლავთ მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ძვალის (აჩი ვანიშვილის) ერთობლივი ნამუშევარი „მზის სხივამდე“.
სიმღერის ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. არანჟირება ეკუთვნის აჩი ვანიშვილს, მასტერინგი – კობა მესხიას.
როგორც ბექა ბროლაძემ „კვირას“ განუცხადა, გადაღებები წყლის ქვეშაც მინდინარეობდა. კლიპის რეჟისორია თათა მეტივიშვილი, ოპერატორი – სალომე საღარაძე.
ვიდეორგოლში ბექას პარტნიორია, მოდელი და მსახიობი მარიამ მჭედლიშვილი.
ბექა ბროლაძის თქმით, მას ამ კლიპით რაღაც განსხვავებულის გაკეთება სურდა. სიმღერის ჩაწერისთანავე დაიბადა განსხვავებული, საკმაოდ მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღების იდეა.
„კადრებს წყლის ქვეშ ექსტრემალურ სიტუაციაში იღებდნენ. ოპერატორიც წყალქვეშ იყო კამერით.
„წყლის კადრების გადასაღებად მთელი ღამე დაგვჭირდა, რადგან ტექნიკურად ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. თუმცა საინტერესო იყო გადაღების პროცესი. დიდი მადლობა თათა მეტივიშვილს (კლიპის რეჟისორს) – წყალქვეშ გადაღება მისი იდეა იყო“, – ამბობს ბექა ბროლაძე.
ახალი კლიპის – „მზის სხივამდე“ პრემიერა 2 ოქტომბერს გაიმართება.