„ალექსანდრე ყაზბეგი – წარსული და თანამედროვეობა“ – სტუდენტური პერფორმანსი გაიმართება

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დ. ალექსიძის სახელობის თეატრის აუდიტორია №1-ში წარმოდგენილი იქნება სტუდენტური პერფორმანსი: „ალექსანდრე ყაზბეგი – წარსული და თანამედროვეობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პერფორმანსი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები