„აღმოაჩინე იტალიის მეცნიერების დღე“ – ეროვნულ მუზეუმში ვორკშოპი გაიმართება
26 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიმართება ვორკშოპი თემაზე: „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ვორკშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ახალი ტექნოლოგიები და იტალიური გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
ვირტუალურ და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს მუზეუმების მოწყობაში და ეხმარება დამთვალიერებლებს, უკეთ აღიქვან ხელოვნების ნიმუშების კულტურული და ესთეტიკური ღირებულებები.