ნიკორწმინდის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დროს ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს
ნიკორწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაობისას (აღმოსავლეთი მკლავის სახურავი) ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას რესტავრატორი ნანა კუპრაშვილი ავრცელებს.
რესტავრატორ ელენე თორღვაიძის თქმით, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, გუმბათის ქვედა ნაწილის ყელზე, სახურავის საფარქვეშ აღმოჩენილ რელიეფზე მღვდელმთავარია გამოსახული.
რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სხვა ნაშთებიც აღმოაჩინონ.