„ნეპალური საღამო“ – ტურის საინფორმაციო პრეზენტაცია გაიმართება

28 სექტემბერს, 20:00 საათზე, კაფე-ბარ „საელჩოში“ კატმანდუ-ჩიტვანი-პოკჰარას ტურის – „ნეპალური საღამოს“  საინფორმაციო პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ,,კულტურის პოპულარიზაციის ცენტრში” განუცხადეს, ეს იქნება გრანდიოზული ნამასტე-შეკრება მათთვის, ვისაც ჰიმალაებზე მეტის გაგება სურს, ვისაც აინტერესებს ჩაწვდეს ნეპალის კულტურასა და უბრალო ნეპალელების ყოფას.
საღამოს წარუძღვებიან და მომავალ ტურზე დაწვრილებით ისაუბრებენ:
ბესო ხვედელიძე (მწერალი,  წიგნ ,,ნამასტეს” ავტორი) – ტურის ზოგადი მიმოხილვა;
ლევან რამიშვილი (იოგა -მედიტაციის ლიცენზირებული ტრენერი) – ტურში იოგა-მედიტაციის საათები და მათი შინაარსი;
რამაზ გიგაური (ასტროლოგიდა მწერალი, ავტორი წიგნებისა – „წარმატების 365 გასაღები”, „ჩემი ინდური სასწაული”) – ტურის შემეცნებით – ასტროლოგიური მხარის ასპექტები.
ნაჩვენები იქნება ცნობილი რეჟისორის ნინო ბასილიას ნახევარსაათიანი ფილმი ნეპალზე.

დასწრება თავისუფალია.
მის.: სოლოლაკი. იაშვილის ქ. 20.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები