რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

0

რუსთავში, 31 წლის მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შეინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი