„მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“ – კონფერენცია გაიხსნება
25 სექტემბერს, 09:30 საათზე, ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია 24-28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, CECA-ს (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს ორგანიზებით ტარდება.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ხელოვნების სასახლე – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით გაიმართება.