ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები მიმდინარეობს

საქართველოს იუტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები  ანიმაციური ფილმების პროგრამით გაიხსნა.
კანადური კინოს დღეების ფარგლებში ეროვნული არქივის კინოთეატრში  მხატვრული ფილმის „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა“ ჩვენება გაიმართა.
რეჟისორ სიმონ ლავუას ფილმი კინოპროგრამის კურატორმა, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ჯერი უაითმა წარადგინა.
23-25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი კანადური კინოს დღეებს მასპინძლობს. რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება.
ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით. პროექცია: DCP 2K.
კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან – საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით.
24 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ ქეთლინ ჰეფბერნის ფილმი – „დაუდეგარი, მოუსვენარი“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები