სალომე ზურაბიშვილი: ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი შუახევში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.
მან მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს. საქართველოში, პარტიები რაც არსებობს ჯერ არ არიან მზად, რომ მრავალპარტიულობა იყოს ისეთი როგორიც უნდა არსებობდეს მეტადრე ამ ქვეყანაში, რომელიც არის მრავალფეროვანი ქვეყანა. ეს დროც მოვა და ეს ნაბიჯი არის ამისთვის გადადგმული და ამავე დროს ეს ნაბიჯი არის ის, რაც მე ხვალ მომცემს საშუალებას, რომ ამ ხელისუფლებასთან მქონდეს ის მჭიდრო კავშირი, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები