თურქეთში ავარიისას საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა.
დაშავებულები ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები