გიორგი დანელიამ ჰონგკონგელ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი დანელიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას ფონდის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს ფორუმზე გააცნო.
როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას საქართველოში სააგენტო “აწარმოე საქართველო” მასპინძლობს. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დელეგატებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ბიზნეს ფორუმის მონაწილეები სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსურ მექანიზმებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები