დიმიტრი ცქიტიშვილი: აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს შეხვედრას ეხმიანება. უმრავლესობის წევრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც შეაფასა.
„ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა სახელმწიფო მდივანთან შევედრას კიდევ დამატებითი ეკონომიკური იმპულსები ახლავს თან – ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ტრადიციულად ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლიბის კიდევ ახალი ეტაპის დაწყება, ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ეკონომიკური გაძლიერებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მხირდან მხარდაჭერა, დამხარება და ამ პროცესში მათთან მჭიდრო თანამშრომლობა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვლმა.