პარლამენტის შენობაში დრამატული პერფორმანსი გაიმართება
21 სექტემბერს, 15 საათზე, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის შენობაში დრამატული პერფორმანსი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ანცობეს, პერფორმანსს რეჟისორები რამა მანი (ცნობილი ფრანგი/ინდიელი რეჟისორი) და ირაკლი გოგია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დადგამენ და მასში მონაწილეობას მიიღებს 15 ხელოვანი ქალი კონფერენციიდან „ქალები და მშვიდობა“.
„ქალები და მშვიდობა“ არის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 15-დან 20 სექტემბრის ჩათვლით აჭარის რეგიონში, ქობულეთში.
პროექტის მიზანია ხელოვანმა ქალებმა აჩვენონ, თუ როგორ იბრძოდნენ ქალები მშვიდობისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პერფორმანს კი საფუძვლად დაედო ყველა ის ისტორია, რომელიც მონაწილე ქალებმა ერთმანეთს კონფერენციის პერიოდში გაუზიარეს.
კონფერენციაში მონაწილეობს 50 ქალი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან: გერმანია, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, სერბეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, ირანი, სენეგალი, ფილიპინები, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.
კონფერენცია ტარდება „ჯაიჯაგატი 2020“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება მაჰათმა განდის 150 წლისთავის აღნიშვნას მსოფლიოში.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეოქტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერითა და „მაჰათმა განდის ფონდი – საქართველოს“ ინიციატივით ტარდება.
მის: თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი, A კორპუსი, 0 სართული.