მწერალთა სახლში თემურ ბაბლუანთან შეხვედრა გაიმართება

22 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლი თემურ ბაბლუანთან შეხვედრას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, საღამოს მოდერატორია დათო ტურაშვილი.
დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვან თემურ ბაბლუანს. მათ კი ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია წიგნი, ამ საღამოს წიგნის შეძენის საშუალებაც ექნებათ. თემურ ბაბლუანის წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
რეჟისორის სადებიუტო წიგნი – “მზე, მთვარე და პურის ყანა. მანუშაკა მელოდება” – ბოლო დროს გამოცემული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული რომანია, რომელსაც გატაცებით კითხულობს სხვადასხვა ასაკისა და ლიტერატურული გემოვნების მკითხველი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები