ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით, პარლამენტში დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, სხდომაზე საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავა და პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად გადაუგზავნა, ამასთანავე, შეიმუშავა კონკურსის პირობები.
კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლისგან, კონკურსში მონაწილეთა განცხადებებს მიიღებს და მათ შორის საუკეთესოს გამოაცხადებს.
“ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. “დიდი ოთხეულს” – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს ვთავაზობთ. ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ “, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები