ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გაავრცელოს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციებით.
უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, სემეკი უზრუნველყოფს ენერგეტიკული სტატისტიკის მოგროვებასა და მიწოდებას, ხოლო საქსტატის მიერ ხდება აღნიშნული მონაცემების დამუშავება და გამოქვეყნება.
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ფასების შესახებ ინფორმაცია საქსტატის ვებ გვერდზეა განთავსებული. მონაცემები მოიცავს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს http://geostat.ge/?action=page&&p_id=2860&lang=geo
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები