შსს-ში, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით თავიანთ უწყებებში არსებულ ინსტრუმენტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო გეგმებსა და ამ ტიპის დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები