პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის საჯარო ლექცია გაიმართება

25 სექტემბერს, 17 საათზე, „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის საშემოდგომო სეზონს ცნობილი ქართველი ეთნოლოგი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი გახსნის.
როგორც „კვირას“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, როზეტა გუჯეჯიანი უნივერსიტეტის მსმენელთათვის და დაინტერესებული საზოგადოებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას – „კულტურული პარალელები ქართველთა (სვანთა) და ყარაჩაელთა/ბალყარელთა ყოფაში“.
როზეტა გუჯეჯიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამასთანავე, წლებია ასწავლის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გ. ჩიტაიას სახ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თსუ – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.
გამოაქვეყნა ასამდე სამეცნიერო სტატია და ორი მონოგრაფია. მონაწილეობა მიიღო ათობით სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

მისამართი: გალაკტიონის #20.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები