ალმა-ატის საერთაშორისო კინოფესტივალზე გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა

ალმა-ატის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო გიორგი ბოჭორიშვილს ერგო, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმისთვის „ჰორიზონტი”, – ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის ფესტივალზე გაიმართა.
რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
სცენარის ავტორები: თინათინ ყაჯრიშვილი, დათო ჩუბინიშვილი
პროდიუსერი / კო-პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში / დავიდ ჰერდისი
საპროდიუსერო კომპანია: “ჯემინი”
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
მსახიობები: ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია, ლიკა ოყროშიძე

ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს შორდებიან, რაც ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა და ხელახლა ურთიერთობის დაწყება შეუძლებელია.
„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები