პრემიერ-მინისტრმა მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამერიკულ არმიას 38 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები