ბათუმში, „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება

20-22 სექტემბერს „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს.

Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან:
John Pallant – Creative Director, Brouhaha, UK;
Luna Maurer – Creative Director, MONIKER, Netherlands;
Iñaki Martí Mata – Executive Creative Director, Service Plan, Spain;
Dan Williams – Creative Director, The Mill’s London studio, UK.
ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი – Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია.
გარდა ამისა, ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. Ad Black Sea-ს დამფუძნებლებმა სპეციალურად ჟიურის 15 კაციანი შემადგენლობა მოიწვია. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

● Film,
● Film & Craft,
● Print & Publishing,
● Out of Home,
● Radio,

● Design & Branding,
● Digital & Mobile,
● Advertising Campaigns,
● Media, Branding Content & Visual Storytelling.

საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო და მას გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.
წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. AD Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და მონაწილეების წახალისებაა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები