ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში, დურმიშიძის ქუჩაზე მასშტაბური საგზაო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაცია 4 700 მ2 ფართობზე ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ბორდიური და ტროტუარი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„წელს ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დურმიშიძის ქუჩაზე განვახორციელეთ. დაახლოებით, 45 წელია აქ სამუშაოები არ ჩატარებულა და გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და დღეს მოსახლეობას საცხოვრებლად სულ სხვა გარემო აქვს. საგზაო სამუშაოების გარდა, ქუჩის დამისამართება მოხდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები