„ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდი მზადაა უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი გაზარდოს

„ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი გაზარდოს.
დღევანდელი მონაცემებით, ფონდის სასადილო ყოველდღე 300-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერები, მეორე ჯგუფის ინვალიდები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უმუშევრები. სასადილო დასვენების დღეების გარეშე მუშაობს, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ გემრიელი და კალორიული სადილი მათთვის მოსახერხებელ დროს მიირთვან.
„ჩვენ მოხარუი ვართ, რომ ბენეფიციარებს მოსწონთ ჩვენი საქველმოქმედო სასადილო, რომლის მზარეულები ძალ-ღონეს არ იშურებენ კალორიული და მრავალფეროვანი სადილების მოსამზადებლად. მაგალითად, ამ ზაფხულს, ნახევარი ტონა ტომატის პასტა გავაკეთეთ, რათა ზამთრის პერიოდში ხორციანი კერძები კიდევ უფრო გემრიელი იყოს. შემოდგომაზე კი მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ხილზე, რაც ბენეფიციარებს შორის ძალიან მოთხოვნადია“, – აცხადებს ფონდის დირექტორი ელენე პოლიშუკი.
„ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდის სასადილო 2017 წლის ივნისში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები