ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები გაიმართება

23-25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი კანადური კინოს დღეებს მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება.
ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით. პროექცია: DCP 2K.
კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმებს წარადგენს კინოპროგრამის კურატორი, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ჯერი უაითი.
დასწრება თავისუფალია.

კანადური კინოს დღეების პროგრამა:

23 სექტემბერი. 12:00.
ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმების პროგრამა ბავშვებისთვის

შორს მოსაწყენო საზრუნავო. რეჟ. ეველინ ლამბარი, ნორმან მაკლარენი. 1949
სეირნობა. რეჟ. რაიან ლარკინი. 1968
შობა მუსის ფაბრიკაში. რეჟ. ალანის ობომსავინი. 1971
მეფოკუსე. რეჟ. ტომას ვამოსი. 1980
კატა დაბრუნდა. რეჟ. კორდელ ბარკერი. 1988
ქინქლას სიმღერა. რეჟ. კრისტოფერ ჰინტონი. 1991
ბიჭი, რომელმაც აისბერგი დაინახა. რეჟ. პოლ დრისენი. 2000
მე და ჩემი მულტონი. რეჟ. ტორილ კოუვი. 2014
ქუუჯუაქის ჰოკეი. რეჟ. სემი გადბუა. 2017

23 სექტემბერი. 19:00.
„პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა“. რეჟ: სიმონ ლავუა. 2017

24 სექტემბერი. 19:00.
„დაუდეგარი, მოუსვენარი“. რეჟ: ქეთლინ ჰეფბერნი. 2017

25 სექტემბერი. 19:00.
„მონადირეები“. რეჟ. მოშა მიქაელი;
„გაბრაზებული ინუკი“. რეჟ: ალეთეა არნაკუკ-ბარილი. 2016

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები