პროექტის – „მუზეუმი მეზობლად“ წარდგენა გაიმართება
20 სექტემბერს, 18 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პროექტის – „მუზეუმი მეზობლად“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მუზეუმებისა და ადგილების დაკავშირება ადამიანებთან – თბილისის მუზეუმების სამეზობლო ადგილმდებარეობა აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ისტორულ მეხსიერებას, რომელიც, გარდა მუზეუმებში დაცული მემორიალობისა, ასევე მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს კულტურისა და საზოგადოებისთვის. ისტორული მეხსიერება კი ის კომპონენტია, რომელიც ერისა თუ ქვეყნის გამოცდილებასა და განვითარებას განაპირობებს.
„თანამედროვე რეალობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნელდება შთაგონება შენობებში, ნიმუშებში/ნივთებში, ტრადიციებში, წარსულის ღირებულებებსა და უნარებში, მაგრამ, მეორეს მხრივ, აუცილებლად გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ კულტურა გვეხმარება ჩვენი განცდების ადაპტაციასა და შეცვლაში, ის გვანახებს, რომ ჩვენ მოვდივართ საიდანღაც და გვაქვს ისტორია.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გულისხმობს, პირველ რიგში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმების სამეზობლო რესურსების აღწერასა და ერთიანი რუკის შექმნა-დამუშავებას“, – აღნიშნავენ მუზეუმების განვითარებაში.