“საქართველო ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის”

“საქართველო ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის”, – ამის შესახებ ოპიკ-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები შეინიშნება.
„ჩვენები პროექტებს ნახულობდნენ. ამჟამად რამდენიმე პორტის თემა განიხილება კაპიტალდაბანდებისთვის. სამაცივრო მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.
ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ გასულ წელს 8 მილიონამდე ტურისტი ჩამოსულა 3.5 მილიონიან ქვეყანაში. ამდენად, დიდი იქნება სასტუმროებზე მოთხოვნა, რასაც ჩვენ უკვე ვაფინანსებთ. ბევრი სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება დაგვიფინანსებია საქართველოში და ამ მიმართულებით საქმიანობის გაზრდას ვაპირებთ“, – განაცხადა რეი უოშბერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები