რატი იონათამიშვილი: სიყალბე “ნაცმოძრაობის” ჩვეული ხელწერაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პოლიტიკური გაერთიანება, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი ტრადიციულად სიყალბის გზით ცდილობენ დივიდენდების მიღებას.
„იმდენად გათავხედდა “ნაციონალური მოძრაობა” და ცხადია, უბრალო დაკვირვებულმა ადამიანმაც იცის, რომ ეს პარტია ერთ-ერთი განშტოებაა „ნაციონალური მოძრაობის“, ასეთ სიყალბეზეც მიდიან. ვფიქრობ, რომ ეს არის უპატივცემულობა და დანაშაული არა მარტო ზოგადად, საარჩევნო პროცესებისადმი, არამედ საკუთარი ამომრჩევლისაც. ვფიქრობ, ამ ფაქტით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ტრადიციულად, ისინი სიყალბის გზით ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ვერ ეგუებიან, რომ დღეს არის სხვა რეალობა და ამომრჩეველი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტნიორების მხრიდან სიყალბესთან, რაც ამ პოლიტიკური ძალის ჩვეული ხელწერაა“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ცნობისათვის, ნიკა მაჭუტაძის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიის გაყალბების შესაძლო ფაქტს პროკურატურა შეისწავლის.
შეგახსენებთ, ცესკო-ში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები