აკაკი ზოიძე: თუკი კერძო მანქანაში არასრულწლოვანია, თამბაქოს მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა მომავალში თამბაქოს მოწევა დაშვებული არ იყოს კერძო მანქანაში, სადაც არასრულწლოვნებიც სხედან.
“თუკი ტაქსების ლიცენზირების კუთხით გადაწყვეტილება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება მიღებული, ცვლილებები ამ მხრივაც განხორციელდება. თუკი კერძო მანქანაში არასრულწლოვანია, თამბაქოს მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული – ალბათ, სამომავლოდ ასეთი შეზღუდვის შემოტანაზე უნდა ვიფიქროთ.
გპირდებით, რომ თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებისთვის მომავალში აუცილებლად იქნება ცვლილებები, მაგრამ არა კანონის დასუსტების კუთხით. შემდგომში ვიფიქრებთ კანონის გამკაცრებაზე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები